Loading data...
პრემიერი: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას.

„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, ვისაუბრეთ ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“, - წერს ირაკლი კობახიძე.