Loading data...
პრემიერი - სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, სწორედ, საგარეო საქმეთა მინისტრს და იმ პირობებში, როდესაც იგი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.

„ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა პრემიერმა.