პრემიერი: სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით, ეს იყო დაკვეთილი ღალატი

ხვალ არის 8 აგვისტო, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი გმირების ხსოვნას, ტრაგიკული რამ მოხდა, ბუნებრივია, 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით.
„იქ გაგრძელდა ეს ყველაფერი, 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი.
სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით. 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ გადასული შეტევაზე, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით.
სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს.
ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. თითოეული სამხედრო არის გმირი, განსხვავებით თქვენი ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.