პრემიერი ოპოზიციაზე: ისე მიდის საქმე, მგონი ჩვენ შეგვასწრებენ პარლამენტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას.
მისი თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
„მიჩვეულები ვიყავით რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 2-ჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. დიდი რესურსი მათ არ აქვთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც არჩევნების მოგებას, ისე ქუჩაში წარმატება სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას. შესაბამისად, არაფრის რესურსი არ აქვთ და მოუწევთ არჩევნების აღიარება.
დღეს იყო ერთი ფაქტი, 3-მა პოლიტიკურმა პარტიამ უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე. ეს იყო - „ლელო“, გახარია და „ნაცმოძრაობა, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები მომავალშიც გადაიდგმება. ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, - აცხადებს კობახიძე.