პრემიერი: მინდა, მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე
მინდა, მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს იმისათვის, რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება მუშაობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ესეც მოგვცემს შედეგს“, - განაცხადა პრემიერმა.