1779257709
პოლიტიკა
პრემიერი მე-12 კლასელებს: ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მათ ყველა დასახული მიზნის მიღწევას უსურვებს.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება.
წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას!“ ,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.