პრემიერი: ერთი თავით და ათი თავით სჯობნის IQ-თი ყაველაშვილი, როგორც ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს
„ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ყაველაშვილი აკრიტიკებდა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადება, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკა.
„მას[მიხეილ ყაველაშვილს] არასდროს, არც ერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურებს უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება.
IQ-ზე იყო შეკითხვა და ერთი თავით, ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს.
მისი წარსული გამოცდილებიდან შემიძლია თამამად გითხრათ ეს ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილს, მაგალითად, რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი არ იტყოდა, რომ 20-25% აქვს „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმუმ 10% შეიძლება გააყალბოსო, ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, არ გაყიდიდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას, IQ რომ არ ჰქონდა იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.