პრემიერი: ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი, სინამდვილეში, ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვინ არის

როდესაც 150 ლარს აღემატება ზიანი, ამ შემთხვევაში ზიანი იყო 150 ლარზე მეტი, პროკურატურა ვალდებულია, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება 6 თვე შეეფარდოს და შეიძლება საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა.
„ეს ადამიანი არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, - განაცხადა პრემიერმა.