Loading data...
პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.

„პირველი 4 თვის მაჩვენებელი პირველადი პროგნოზის წინააღმდეგ არის უფრო მაღალი, 8.3% და ამ პირობებში, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზრდიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას. არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას. ასევე, კორუფციის აღმოფხვრა განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.