პრემიერი - არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი, ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს, მნიშვნელოვანია, „ბიბისი“, ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში
„ბიბისის“ სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავის დაწყება ძალიან მალე იგეგმება.
„ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ინსტანციებს. 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა, არ ვიცით. ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია, რომ ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს „ბიბისიმ“, რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით და ამაში მე ვარ დარწმუნებული. დანარჩენი დადგინდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე.
რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი. საოცრებაა, რაც აქვთ ნათქვამი ამ სიუჟეტში. მსხვერპლი არ არსებობს და საუბრობენ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ბიბისი“, ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში.
„ბიბისის“ სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.