პრემიერი: ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს

ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი მტკიცებულებები არ იყო, 1%-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.
„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის სწორედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ. მაშინაც კი, თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება, გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არც ერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა“, - განაცხადა პრემიერმა.