პრემიერი: აბუ-დაბის სამიტზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას, საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებაზე ხაზგასმული იქნება საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალი.
„ვმონაწილეობ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში, რომელიც გლობალური ფორუმია მდგრადი განვითარების, სუფთა ენერგიისა და ინოვაციების სფეროში. ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Participating in Abu Dhabi Sustainability Week 🇦🇪, a global forum on sustainability, clean energy, and innovation. Exploring opportunities for sustainable economic development and highlighting 🇬🇪’s potential as a regional hub for clean energy, transit, and innovation. pic.twitter.com/rdo3EFO6Z5
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 13, 2026