1778834714
პოლიტიკა
პრემიერი - 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და ეს წელი იქნება განსაკუთრებული ქვეყნისთვის, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში
„17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.
„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, - განაცხადა პრემიერმა.