Loading data...
პრემიერ-მინისტრი: უნდა გვქონდეს ამბიცია, კორუფციასთან ბრძოლაში ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის

კორუფციასთან ბრძოლაში დადებით შედეგებზე ისაუბრა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე. 

მისი თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მაღალი ამბიციები კიდევ უფრო სერიოზულ შედეგზე გავიდეს ამ რთულ  პროცესში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა აქაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.