Loading data...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.