Loading data...
პიტერ სიარტო: საქართველო ბრიუსელის მხრიდან წნეხს სისტემატურად განიცდის მხოლოდ იმის გამო, რომ თავის ეროვნულ ღირებულებებს იცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ბუდაპეშტში ვიზიტს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ეხმაურება. 

„საქართველო ბრიუსელის მხრიდან წნეხს სისტემატურად განიცდის მხოლოდ იმის გამო, რომ თავის ეროვნულ ღირებულებებს იცავს. შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ შეაშფოთა ბრიუსელის ელიტა, რომელიც ახლა პატრიოტი მთავრობების იზოლირებას ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - წერს პიტერ სიარტო.