Loading data...
პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შეერთებულ შტატებში მალე გაიმართება

რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შეერთებულ შტატებში „მალე“ გაიმართება.

„ჩვენ ველოდებით, რომ მეორე ტური მალე გაიმართება. უფრო ზუსტად, ეს იქნება მესამე. შემდეგი ტური მალე გაიმართება“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინა დათანხმდა შეხვედრის ჩატარებას მომავალ კვირას მაიამიში.