პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის მოსახლეობას და ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე წარუდგინა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ცეცხლაძე ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მყარი საყრდენი გახდება.
ირაკლი ცეცხლაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, მათ შორის, იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. 2025 წლის მაისიდან დღემდე კი ასრულებს ქობულეთის მერის მოვალეობას.
სულხან თამაზაშვილთან ერთად ქობულეთის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პარტია „ქართული ოცნების“ ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ წარუდგინეს.