Loading data...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას ნაძალადევის რაიონში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯიხაიშის, იმერეთის, მ. ნოზაძის (ყოფილი ცინცაძის) ქუჩებისა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ N3-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ნაძალადევის რაიონში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი - ირაკლი ანდღულაძე.