Loading data...
პაპუაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში უცხოელი დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ელჩები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

„საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია. თუკი რამე არის ანტიევროპული, ეს იყო ბალტიის 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. თუ რამესთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, ეს არის საბჭოთა კავშირთან.

ჩვენ ვიხილეთ ელჩები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩი ვნახეთ, რომელიც აწარმოებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.