Loading data...
პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული საჩივრით გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან, მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ვინც ჩართული არიან ამ ცილისმწამებლური ფილმის და ზოგადად პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში, გასაჩივრების პროცესი ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას ალბათ.

ჩვენ რასაც მოველით არის, რომ „ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას ამ პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით.

რაც შეეხება, ვინ დგას ამის უკან, ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია, ვივარაუდოთ ეს იმ აქტორების ხილვით, რომლებსაც ვხედავთ და რომლებიც იყენებენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს, რომ დააზიანონ საქართველო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.