პაპუაშვილი რუსეთსა და ევროკავშირზე: მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც, ასე ხდებოდა და ასე მოხდება ახლაც, სხვაობა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ ამ პროცესში კი არ დავზიანდით, გავძლიერდით
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირს რუსეთთან მომლაპარაკებლის თანამდებობის შექმნა სურს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ფონზე ხაზი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთი მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად იმ დროს, როდესაც ასეთი გლობალური პროცესები დაიწყო (მათ შრის უკრაინაში ომის სახით), რომ ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“. ევროპელები, მაშინ ატალახებდნენ კაბინეტების კარებს და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, მოგვიწოდებდნენ, რომ ახლა მთავარი ამოცანა იყო რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალის შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც „სინამდვილეში გარე ძალების ცალ ფეხზე მდგომი მარიონეტია“ ამაზე დათანხმდებოდა, შედეგად კი საქართველო დაინგრეოდა ეკონომიკურად და როგორც სახელმწიფო, რადგან ეს რუსეთთან ახალ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა.
„დავინგრეოდით, დავიშლებოდით, გვექნებოდა ალბათ ტკბილი სიტყვები უცხოეთისგან და დღეს გვექნებოდა ის სიტუაცია, რომ ევროკავშირი დაიწყებდა საუბარს იმაზე, რომ იზოლაციის პოლიტიკა ჩაიშალა, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა.
ყველაფერი იქნება. მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც, ურთიერთობასაც აღადგენენ - ყველაფერი იქნება. ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ასე მოხდება ახლაც. ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ „ქართლი ოცნების“ პირობებში ჩვენ ამ პროცესში კი არ დავზიანდით, პირიქით, გავძლიერდით.
დღეს ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა ვართ რეგიონში, უსაფრთხოების მხრივ არცერთი რისკი არ შეგვექმნა ამ პროცესებში. რომ ყოფილიყო მათი „ენჯეო“ მართული ოპოზიციის კოჰორტა ხელისუფლებაში, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება მოლდოვის პრეზიდენტის არ იყოს, საფიქრალი ექნებოდა, ვინმეს ხომ არ მიერთდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.