Loading data...
პაპუაშვილი ოპოზიციას: თქვენი რეაქციები აჩვენებს, რომ არ შეგიძლიათ ადეკვატური რეაგირება არაფერზე

გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რაც არის უკანონო აქტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, გუშინ გამართულ აქციას ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა.

ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, ადგილიდან ყვირილისგან თავი შეიკავონ და კორექტული იყვნენ.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. მოისმინეთ შს სამინისტროს განცხადება, თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა აქციას. თქვენი ეს რეაქციები აჩვენებს, რომ არ შეგიძლიათ ადეკვატური რეაგირება არაფერზე. დღეს, განხილვის პროცესში, გთხოვთ ყველა იყოთ კონსტრუქციული. გუშინ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან მანდატურის მიმართ იყო მუქარა, „რაღაც სპრეისს მოგასხამთ და.ა.შ ამიტომ, ყველა იყავით კორექტული. გვაქვს რეგლამენტი, რეგლამენტს მივყვებით, ადგილიდან ყვირილი არ იყოს, გაგაფრთხილებთ, არ დაემორჩილებით წესებს და დაგატოვებინებთ დარბაზს.

გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების  მხრიდან, რაც არის უკანონო აქტი. ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება კოლეგას, ლევან ხაბეიშვილს, დაზიანებები მიიღო, გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებს პაპუაშვილი.