Loading data...
პაპუაშვილი: ოპოზიცია, დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული

ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული.

„ოპოზიცია, დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული. არ ვიცი, რას გულისხმობენ მომავალში, მაგრამ დღეს ქართველ ხალხთან არიან დაპირისპირებული. რამდენი ხანია, ზიზღის კამპანია აქვთ გამოხატულად და ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.