პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ ადამიანებმა საქართველოში ევროკავშირის დროშა აქციეს ძალადობის, ზიზღისა და სიძულვილის სიმბოლოდ

„ევროკავშირის დროშა ამ ადამიანებმა აქციეს ძალადობის, ზიზღისა და სიძულვილის სიმბოლოდ საქართველოში“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით“.
„ვინც ძალადობას აანონსებს, ვინც პოლიციელების მოსყიდვას ცდილობს, რამდენიმე დღის წინ მათი პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“) თავმჯდომარე და წევრები იყვნენ ბრიუსელში. საკუთარი განცხადებით, ევროკომისიაში ჰქონდათ შეხვედრები და ევროპის სახალხო პარტიის რაღაც შეხვედრაზე გამოვიდნენ. ვინ დაიჯერებდა, რომ ასეთ აბსურდის თეატრში გვექნებოდა საქმე.
დღეს, ფაქტობრივად ევროკავშირის დროშა ამ ხალხმა ძალადობის სიმბოლოდ აქცია. აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით. ეს გაუკეთეს ევროკავშირსა და ბრიუსელს და ამას უხუჭავს თვალს ზოგიერთი ელჩი და მათ შორის ევროკავშირის ელჩი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.