პაპუაშვილი კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსზე: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით
„გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას - ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.