პაპუაშვილი: „გებელსისეული პროპაგანდის“ მსგავსი სიცრუე ითქვა BBC-ის ეთერში, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ, როგორც გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, ეს ნივთიერება, საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა ნამყოფი
რასაც ვაკვირდებით, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან პირდაპირ გადმოწერილი სცენარი პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისა, რომელიც დაიწყო მედიის ცალსახა სიყალბით. ამას ვუწოდებთ „გებელსისეულ პროპაგანდას“, - ამის განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პოსTV“-ის ეთერში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ „გებელსისეული პროპაგანდა“, გულისხმობს, ისეთი დიდი ტყუილი უნდა ითქვას, რომ ადამიანებმა იფიქრონ, ამხელა მასშტაბის ტყუილს არ იტყოდნენ.
„ასეთი სიცრუე ითქვა BBC-ის ეთერში, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ. თუმცა, როგორც გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, ეს ნივთიერება, არათუ შსს-ის მიერ იქნა შესყიდული ან გამოყენებული, არამედ, საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა. ასეთ ტყუილს გვაბრალებს იმ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სწორედ ქიმიურ იარაღს იყენებდა. ა
მ საძაგელი ტყუილით, მათ წინასწარ ჰქონდათ გათვლილი და ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების ჩატარებაზე უარს იტყოდნენ, შესაბამისად, ამ თემას დაატრიალებდნენ და ექნებოდათ განცხადებები, რეზოლუციები და ა.შ. ამის საპასუხოდ, მიიღეს სუს-ის სწრაფი, მკაფიო და გამჭვირვალე გამოძიება, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში დადო სრული სურათი იმისა, თუ რომელი საშუალებები აქვს შსს-ს შეძენილი.
დადგინდა, რომ ეს ნივთიერება არ ყოფილა შეძენილი და გამოყენებული თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს (და მინდა აღვნიშნო, რომ თუ რამეა შეძენილი, ეს სწორედ „ნაცმოძრაობის“ დროს მოხდა). რა არის ნაყიდი, რა - გახარჯული, რა - გამოყენებული - ყველა დეტალი დადგენილია და დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი და აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არასდროს ყოფილა.
ყველა კითხვას გაეცა მკაფიო პასუხი. დამატებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და მას შეუძლია ნახოს გამოძიების დოკუმენტები, შედეგები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.