Loading data...
პაპუაშვილი: გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა, შემდეგ პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა

გიორგი გახარია გაქცეულია. „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა. შემდეგ პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას გაექცა.

„რა სერიოზულობაზე შეიძლება საუბარი? თან რატომ მოკურცხლა, ვერავინ გაიგო. ვინ რას ედავება, ჩამოვიდეს. იმდენად მშიშარაა, რომ პასუხისმგებლობას გაექცა, საარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ. ვისი ფულით არისო და რა ფულითაც საქართველოში ცხოვრობდა, იმ ფულით არისო. მაშინ გერმანიას ეკონომიკით დავწევივართ და ეს ყოფილა. ისიც აღიარონ, რომ გერმანიას ეკონომიკური აღმავლობით დავეწიეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.