Loading data...
პაპუაშვილი: არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია და სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კარგია, რომ ადასტურებთ, ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა. როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. დაასახელონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობენ, რომ უსამართლო იყო. 

პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. არ ვაპირებ, რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი, მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა მიესალმოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.