პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს - ვმუშაობთ მის დასრულებაზე
აშშ-მ და ირანმა „სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ტექსტს“ მიაღწიეს, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა.
„პაკისტანი, რომელიც ორივე მხარეს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა, ახლა შემდეგი ნაბიჯების საბოლოოდ შეთანხმებაზე მუშაობს“, - წერს პაკისტანის პრემიერი.
შარიფმა, ასევე, გააკრიტიკა, „განუწყვეტელი დეზინფორმაციული კამპანია“, რომელსაც ის ძალები აწარმოებენ, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლას ცდილობენ.
„მშვიდობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა“, - დასძინა მან.
Amid ongoing intense mediation efforts by Pakistan, we are fully aware of incessant misinformation campaign being waged by those who want to sabotage the peace deal. Setting aside the noise, we can confirm that a final, agreed upon text of the peace deal has been reached and…
— Shehbaz Sharif (@CMShehbaz) June 12, 2026