1791652101
პოლიტიკა
პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.
„სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ ძალადობის ნიშნები არ ყოფილა და ეს გამოძიებამაც დაადასტურა. მე მგონი, ამით ეს თემა დაიხურა, მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ დავას გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა ოჯახი, მათ სრული უფლება აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ“, - აღნიშნა პაატა სალიამ.