Loading data...
პაატა სალია: როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო მასთან. შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის და მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი არის უზენაესი თითოეული მოქალაქისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად, დღეს ამას ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.