Loading data...
ოთარ გრიგოლია: 4 ოქტომბერს დამარცხდა ბოროტება და გაიმარჯვა საქართველომ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და ყველას, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ყველას, პირველ რიგში, გამარჯვებულ კანდიდატებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მის გენერალურ მდივანს, ასევე პარტიის ყველა წევრს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

ასევე, დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, ყველას, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა. ამ გამარჯვებით ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ და ახალი რეალობის მომსწრენი ვხდებით. ეს არ იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ამ ბრძოლაში 4 ოქტომბერს დამარცხდა ბოროტება და გაიმარჯვა
საქართველომ”, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.