ორბანი: მთელ ევროპაში უნდა გადავხედოთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დაწესებული ყველა სანქცია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა დაადანაშაულა ნავთობის ფასების ზრდაში და ევროკომისიას რუსეთის ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციების მოხსნის თხოვნით მიმართა.
ორბანის თქმით, ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების, არამედ უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაბლოკვის შედეგია.
ამასთან დაკავშირებით, მან ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების განსახილველად საგანგებო მთავრობის სხდომა მოიწვია.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების შეჩერებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გადავხედოთ და შევაჩეროთ ყველა სანქცია, რომელიც დაწესებულია რუსეთის ენერგომომარაგებაზე მთელ ევროპაში. ეს მე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილი წერილში დავაინიცირე“, - აღნიშნა ორბანმა.