Loading data...
ოდიშარია „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონპროექტზე: არავის ორიენტაციაში და პირად ცხოვრებაში არ იჭრება ეს კანონი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას განაცხადა, რომ  ეს კანონპროექტი საზოგადოების დაკვეთიდან მოდის და არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება.

„არავის ორიენტაციაში და პირად ცხოვრებაში არ იჭრება ეს კანონი. არც პოლიტიკოსებს და არც საზოგადოების წევრებს ამის უფლებას არ მივცემთ. ეს არის საერთო ეროვნული დაკვეთის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი მარგინალური ოპოზიცია მხდალია იმისათვის, რომ გაბედოს და ღიად წინ აღუდგეს ამ ინიციატივას“, - აცხადებს ოდიშარია.