Loading data...
ოდიშარია ქუთაისში „ოცნების“ შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე: ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ბუნებაა „ნაცმოძრაობის“

„ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს „ნაცმოძრაობას“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ქუთაისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა დიმიტრი კვანტალიანმა „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მასალას  ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს გადაუგზავნიან. 

„ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“. ჩვენ ამას ცივილიზებულად მივუდგებით, კანონისმიერად, მათ შორის, ავსახავთ ჩვენს რეპორტებში და გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, ჩვენს პარტნიორებს და დავაკვირდებით, მათ რეაგირება ექნებათ თუ არა“, - აცხადება ოდიშარია.