Loading data...
ოდიშარია „ენმ“-ის დაპირებაზე: 14 მილიარდი კი არა, 114 მილიარდი რომ იყოს, ამადაც არ გაიყიდება ქართველი ხალხი

„შეურაცხყოფაა და ქართველი ხალხის სახეში ხელთათმანის სროლაა როდესაც ეუბნები, რომ 14 მილიარდ მოგცემ და ხმა მომეცი“, - ამის შესახებ  მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ძალიან მალე ეს თანხა გაუკუპონდებათ. 

ევროპული მისწრაფებები 14 მილიარდებად აქციეს, რაღაც წამოცდენა ჰქონდათ რომ 14 მილიონია და არა მილიარდი - ვშიშობ, რომ ძალიან მალე ეს თანხა გაუკუპონდებათ, კი ჰყავთ ისე კუპონების ექსპერტი საკუთარ რიგებში და შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ. 

შეურაცხყოფაა და ქართველი ხალხის სახეში ხელთათმანის სროლაა როდესაც ეუბნები, რომ 14 მილიარდ მოგცემ და ხმა მომეცი. როგორც მოგცემს ხმას ჯალათსა და მწვალებელს, ბიზნესის დამრეკეტებელს?! 14 მილიარდი კი არა, 114 მილიარდი რომ იყოს ან 114 ტრილიონი, ამადაც არ გაიყიდება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.