Loading data...
ნინო წილოსანი USAID-ზე: ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული

USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე, ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლების განმავლობაში ამბობდა.

„სქემა აფინანსებდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს და, მათ შორის, უზრუნველყოფდა ცენზურას იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია გასულიყო. ჩვენ ამგვარ მავნე პრაქტიკაზე, ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული, თუმცა ალბათ წარმოუდგენლად დიდი საქმე გააკეთა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა, აფინანსებდა ისეთ პროცესებს, რომელსაც უნდა ჩაეხშო ხალხის ნება, უნდა გაეყალბებინა არჩევნები და უნდა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალებები“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.