ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში
„არა მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ბევრი სხვა ლიდერი ევროკავშირის ქვეყნის ამბობს, რომ უცნობია როდის გაწევრიანდება უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.
ეს მოცემულობა პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, იმის ლუსტრაციაა, თუ როგორი მიდგომები აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. ცალსახაა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია.
„არა მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ბევრი სხვა ლიდერი ევროკავშირის ქვეყნის ამბობს, რომ უცნობია როდის გაწევრიანდება უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში. თუმცა ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ამ ომში, ევროკავშირის სახელითაც იბრძვის და როგორც ვხედავთ, ამისთვის მადლობის ნიშნად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც, ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზაობის მიხედვით“, - აღნიშნავს ნინო წილოსანმა.