ნინო წილოსანი: საღი და ლოგიკური აზროვნების ადამიანი ვერ აგვიხსნის, როგორ არღვევს ოჯახური ღირებულებების დაცვა ვიზალიბერალიზაციის პირობებს, რომლებზეც ხელი მოვაწერეთ

საღი და ლოგიკური აზროვნების ადამიანი ვერ აგვიხსნის, როგორც არღვევს ჩვენთვის ოჯახური ღირებულებების დაცვა ვიზალიბერალიზაციის პირობებს, რომლებზეც ხელი მოვაწერეთ, - განაცხადა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იმ თარიღზეც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის კაია კალასის წერილში ბრიუსელის მოთხოვნების შესრულების დედლაინად არის დაფიქსირებული.
„31 აგვისტომდე პარლამენტი არ მუშაობს, საგაზაფხულო სესია დასრულებულია და საშემოდგომო სესია არ არის დაწყებული. ნამდვილად გასაკვირია, ეს თარიღი რას უკავშირდება, როდესაც არასასესიო პერიოდზეა საუბარი. ხომ არ უკავშირდება 31 აგვისტო წინასაარჩევნო აქტიური პერიოდის გახსნას და ხომ არ არის ეს ვადა იმისთვის დათქმული, რომ რანაირადღა აადუღონ ტემპერატურა კამპანიის აქტიურ ფაზაში? რა თქმა უნდა, ეს ასე არის, უკავშირდება და ამაში ეჭვი არავის გვეპარება“, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმება იმდენად აბსურდული მოთხოვნაა, რომ წარმოუდგენელია, ამას დათანხმდეს ხელისუფალი, რადგან ეს ამომრჩევლის პირდაპირი დაკვეთა იყო.