Loading data...
ნინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის

სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება.

„არ შეიძლება, რომ რომელიღაც არაფორმალური გავლენების ქვეშ მყოფმა ევროპარლამენტარმა, ან ევრობიუროკრატმა გადაწყვიტოს და დაანგრიოს ევროკავშირის ფუნქციონირების სისტემა. მათ აირჩიეს მხარე, რომელიც ახალისებს ომს, არეულობას, ემხრობა, რომ ქვეყნებში ხელისუფალი შეცვალოს მათი სურვილის მიხედვით და არა ხალხის არჩევანით. ეს ჯგუფი მუდმივად დარჩება და ეცდება თავისი გაიტანოს. ისინი მზაკვრულ გეგმებს ვერ განახორციელებდნენ, ქვეყნის შიგნით დასაყრდენი თუ არ ექნებოდათ.

ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. 2003 წელს სატყუარა შემოგვტენეს და გარედან დაგვისვეს სააკაშვილი - მარიონეტი და მისი მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც ყველა გარედან მოსულ დაკვეთას ასრულებდა. სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის“, - აღნიშნა წილოსანმა.