1781610508
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ ძალადობის წყურვილი აერთიანებს.
„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა რევოლუციური სცენარები, არ გამოუვიდა გარე დაფინანსებითა და გარე დახმარებით ქვეყნის არევა, არ გამოუვიდა ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა, თუმცა ძალიან კარგად გამოსდის ერთმანეთში დაპირისპირება. მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.