1763496721
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო. საჭიროა, დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა
„დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო. საჭიროა, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უცხოელები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ მათ სურთ კანონის გვერდის ავლით დააფინანსონ „ენჯეო“ სექტორი.
„ენჯეო სექტორის ძირითადი საქმიანობა არის სიძულვილის, არეულობის და გადატრიალების მცდელობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.