Loading data...
ნინო წილოსანი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ცვლილება უნდა იყოს იმის პრევენცია, რომ ვერავინ შეძლოს მოპარული და კორუფციის შედეგად მითვისებული თანხების, თუ ქონების თავისუფლად გამოყენება

პარლამენტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, კორუფციაში ბრალდებულმა პირმა ვერ უნდა შეძლოს მითვისებული თანხის გამოყენება.

„კორუფციის კანონში შესატანი ცვლილება გულისხმობს, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ დანაშაული დადგენილ კორუფციის მიმართულებით, 30 წლის განმავლობაში, ექნებათ ვალდებულება, დეკლარაციები შეავსონ. დეკლარაციებში პირნათლად უნდა იყოს ასახული ის თანხები, ქონება და აქტივი, რომელსაც ფლობენ. ამ ცვლილებამ უნდა გაუკეთოს პრევენცია იმას, რომ ვერავინ შეძლოს მოპარული და კორუფციის შედეგად მითვისებული თანხების, თუ ქონების თავისუფლად გამოყენება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა