Loading data...
ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე

„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, „ქართული ოცნება“ ძლიერია ისე, როგორც არასდროს.  

„პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა და ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ შემადგენლობას შევუერთდი. „ქართული ოცნება“ ძლიერია ისე, როგორც არასდროს და ეს სიძლიერე განაპირობა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მზაობამ, წინ აღუდგეს ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რომელიც ქვეყნის გარედან, თუ ქვეყნის შიგნიდან მოემართება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.