Loading data...
ნინო წილოსანი BBC-ის ფილმის რესპონდენტზე ლაშა შერგელაშვილზე: ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება

„ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა BBC-ის ფილმის ერთ-ერთ რესპონდენტზე ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას.

წილოსანის თქმით, უკრაინული სპეცსამსახურები საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობენ.

„ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება. მათ შორის, დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის ფაქტი, რომელიც უკრაინიდან იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ჯერ კიდევ საბოლოოდ პასუხგასაცემია, თუმცა ვხვდებით, რომ უკრაინული სპეცსამსახურები საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობენ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათი კვალიც შესაძლოა გამოიკვეთოს „ბიბისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, სადაც თითოეული რესპონდენტი არის მატყუარა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ბიბისის“ ერთ-ერთი დასაყრდენი, უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილია. სწორედ ის არის ერთადერთი მოწმე, რომლის გამოკითხვა სუსმა ვერ მოახერხა. მისი სახელი და გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში და ბექა ჭულუხაძესთან კავშირში იკვეთება, რომლისგანაც სუსმა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო.