Loading data...
ნინო წილოსანი: აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუციაა, საჯარო მმართველობის და ეფექტიანობის საკონტროლებლად ყველაზე რელევანტური ორგანოა

„აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუციაა, საჯარო მმართველობის და ეფექტიანობის საკონტროლებლად ყველაზე რელევანტური ორგანოა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება და მის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს.

„აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუციაა, საჯარო მმართველობის და ეფექტიანობის საკონტროლებლად არის ალბათ ყველაზე რელევანტური ორგანო, რომელიც უნდა დაინტერესდეს როგორც პარტიების ფინანსებით, ასევე თითოეული დეპუტატის თუ სხვა საჯარო მოხელის დეკლარაციებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.