1751436774
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით

„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით და გაგვცეს პასუხი, რომ ეს იყო [საგუშაგოს ჩადგმა] მისი უგუნურობის შედეგად ჩადენილი, თუ განზრახ გაკეთებული. ცოტა ეჭვიც მეპარება, რომ ამგვარი დიდი ბოროტება უგუნურობით, ან შემთხვევით ჩაიდინოს ადამიანმა. ველოდებით თუნდაც ონლაინფორმატში [ჩართვას], რადგან პირადად ჩამოსვლა და კომისიაზე მოსვლა ვერ გაბედა“, - აღნიშნა წილოსანმა.