Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: უკრაინას ფაქტობრივად უარი ათქმევინეს ნატოზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება

ვიხილეთ აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია. იქ ძალიან ნათლად წერია, რომ ის აღქმები და ილუზიები, რომ ნატო მუდმივად გაფართოებადი კავშირი იქნება, უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინას ნატოზე უარი ათქმევინეს, ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება.

„ჩვენ ვიცით რა წონა და გავლენა აქვს აშშ-ს ნატოში და ისიც კარგად ვიცით, რომ აშშ-ის გარეშე ნატოში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. შესაბამისად, ალბათ ყველასთვის უნდა იყოს ნათელი სიგნალი იმისა, რომ უახლოეს წლებში, შეიძლება ათწლეულში, ნატო აღარ გაფართოვდება.

ვხედავთ, რომ უკრაინას ფაქტობრივად უარი ათქმევინეს ნატოზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება. ჩვენ რეალურად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს“, - აღნიშნა სამხარაძემ.