ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია

„იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, - აცხადებს სამხარაძე.